8 ერთი ვიღაც კაცი, ფეხებით უძლური, იჯდა ლისტრაში, დედის მუცლიდანვე ხეიბარი იყო და არასოდეს გაევლო. 9 ის ისმენდა პავლეს საუბარს. როდესაც პავლემ მიაპყრო მას მზერა, დაინახა, რომ მას ჰქონდა განკურნების რწმენა. 10 უთხრა ხმამაღლა: „შენ გეუბნები უფალი იესო ქრისტეს სახელით: დადექი ფეხზე გამართულად!“ ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული.