1 და აჰა, მცნებები, წესები და სამართალნი, რომელნიც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რომ გასწავლოთ თქვენ, რათა შეასრულო იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. 2 რათა გეშინოდეს უფლისა, შენი ღვთისა, რომ დაიცვა ყველა მისი წესი და მისი მცნება, რომელთაც მე გიბრძანებთ, შენ და შენს ძეს, და შენი ძის ძეს, მთელი შენი სიცოცხლის დღეებში, რათა დღეგრძელი იყო.