2 მეფეთა 15:7-10

By
თებერვალი 1, 2015
7 და ორმოცი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: „წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც აღთქმული მაქვს. 8 რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.” 9 და უთხრა მეფემ: „მშვიდობით წადი.” და ადგა და წავიდა ხებრონს. 10 გზირები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა ტომში და შეუთვალა: „ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: ‘აბესალომი გამეფდა ხებრონს!’”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close