იგავნი სოლომონისა 1:10-19

By
თებერვალი 1, 2015
10 შვილო ჩემო, თუ ცოდვილნი ეცდებიან გაცდუნონ, ნუ გაჰყვები მათ. 11 თუ გეტყვიან: „წამოდი ჩვენთან, ჩავუსაფრდეთ სისხლის საღვრელად, უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ უდანაშაულოთ, 12 და ცოცხლად გადავყლაპოთ ისინი, როგორც შავეთმა საფლავში ჩამავალნი, 13 ყოველგვარ სიმდიდრეს მოვიხვეჭთ, ჩვენს სახლებს ნაყაჩაღარით ავავსებთ; 14 წილი დაიდე ჩვენთან, საერთო ქისა გვექნება ყველას!“ 15 შვილო ჩემო, ნუ ივლი მათი გზით, ფეხი მოარიდე მათ ბილიკებს, 16 რადგან მათი ფეხი საბოროტოდ რბის და სისხლის დათხევას ესწრაფვის; 17 ამაოდ უგებენ ფრინველს მახეს, თუ მისი მახვილი თვალი ხედავს მას. 18 თავიანთი სისხლის დასაღვრელად არიან ჩასაფრებულნი და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან ისინი. 19 ასეთია ყველა უძღები მომხვეჭლის გზები: საკუთარ თავს ღუპავენ ისინი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close