5 და ის სახლი, უფლისათვის რომ მსურს ავაშენო, დიდი უნდა იყოს, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა ღმერთებზე დიდია. 6 ვის შესწევს ძალი, რომ უფლის სახლი ააშენოს, როცა უფალს ცანი და ცათა-ცათანი ვერ იტევენ? ან მე ვინა ვარ, რომ შემეძლოს მისი სახლის აშენება? გარდა მის წინაშე, საკმევლის საკმევი ალაგისა? 7 ახლა კი გამომიგზავნე ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის და ძოწეულის, მეწამული და ლურჯი ფერის ნართების დამუშავების მცოდნე კაცი, ჩუქურთმის კვეთა რომ იცოდეს და იმუშაოს იმ ხელოსნებთან ერთად, იუდასა და იერუსალიმში რომ მყავს, რომლებიც დავითმა, მამაჩემმა, მოამზადა.