6 როცა დაინახეს ისრაელიანთ, რომ გაუჭირდათ – რადგან ხალხი ძლიერ შეშინებული იყო, – მიიმალნენ მღვიმეებში, კლდის ნაპრალებში, კლდის ნახეთქებში, ორმოებსა და ჯურღმულებში. 7 ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა გადავიდა გადისა და გალაადის მხარეში. საული კი ჯერ ისევ გილგალში იყო; და მთელი ხალხი, ვინც მას გაჰყვა, დამფრთხალი იყო.