69 პეტრე კი იჯდა გარეთ, ეზოში და მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: „შენც იესო გალილეველთან იყავი.“ 70 მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: „არ ვიცი, რას ამბობ.“ 71 როდესაც კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და ეუბნება იქ მყოფთ: „ესეც იესო ნაზარეველთან იყო.“ 72 და კვლავ უარყო ფიცით: „არ ვიცნობ ამ კაცს.“ 73 მცირე ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად შენც მათგანი ხარ, რადგან შენი კილო გამხილებს შენ.“ 74 მაშინ იწყო თავის თავის წყევლა და ფიცილი: „არ ვიცნობ ამ კაცს.“ და მყისვე იყივლა მამალმა. 75 და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: „სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.“ გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.