16 და უთხრა: „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენს შემდეგ პირველი კაცი ვიქნები; მამაჩემმა, საულმა კარგად იცის ეს.“ 17 და შეკრეს კავშირი ორივემ უფლის წინაშე. დარჩა დავითი ტყეში და იონათანი შინ დაბრუნდა. 18 და მივიდნენ ზიფელები საულთან გიბეყაში და უთხრეს: „ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ტყეში, ხაქილას ბორცვზე, რომელიც იეშიმონის ხელმარცხნივაა.