18 და გაანათლოს თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის, 19 და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც საქმით გვწამს მისი ძალის ძლიერება, 20 რომლითაც მან იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა რა იგი და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში 21 ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე და ყოველივე სახელზე მაღლა, რაც კი იწოდება არა მარტო ამ საუკუნეში, არამედ მომავალშიც. 22 და ყოველივე დაუმორჩილა მის ფერხთა ქვეშ და დაადგინა იგი ყველაფერზე – თავად ეკლესიისა, 23 რომელიც მისი სხეულია, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.