რუთი 2:14-18

By
მარტი 6, 2015
14 სამხრობისას ბოყაზმა რუთს დაუძახა: „მოდი, აქ ჭამე პური და ძმარში ამოაწე ლუკმა.“ მივიდა რუთი და დაჯდა მომკელთა გვერდით. ბოყაზმა მას ქუმელი მიაწოდა. ჭამა რუთმა, დანაყრდა და ცოტაოდენი კიდევაც დარჩა. 15 შემდეგ რუთი თავთავის ასაკრეფად ადგა. ბოყაზმა კი თავის ბიჭებს უბრძანა: „ძნებს შორისაც აკრიფოს, ნუ დაუშლით; 16 ხელეურებიდანაც დაყარეთ ხოლმე და დატოვეთ, რომ აკრიფოს, ნუ დაამადლით.“ 17 ასე კრეფდა ის საღამომდე თავთავს ყანაში; შეგროვილი გამოფშვნიტა და ერთ ეფამდე გამოუვიდა ქერის მარცვალი. 18 აიღო თავისი ტვირთი რუთმა და ქალაქში დაბრუნდა. ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. რუთმა მას ის საჭმელიც მისცა, რაც სამხრობისას დაიტოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close