დაბადება 8

By
მარტი 10, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება

81 და გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, და ყოველი პირუტყვი, რომელიც იყო ნოესთან კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა ქარი მიწაზე, და დაცხრა წყალი. 2 და დაიხშნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელები. და შეწყდა წვიმა ციდან. 3 და უკუიქცა წყალი მიწიდან, და დაიწყო კლება წყალმა ას ორმოცდამეათე დღეს. 4 და დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს. 5 და წყალი იკლებდა მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდნენ მთის მწერვალები. 6 და ორმოცი დღის დასასრულს გააღო ნოემ კიდობნის სარკმელი, რომელიც გაუკეთა. 7 და გამოუშვა ყორანი. მიფრინავდა ის და უკან ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე. 8 და შემდეგ გაუშვა მტრედი, რომ ენახა, თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე. 9 და ვერ იპოვა მტრედმა ფეხის მოსაკიდი, და დაბრუნდა მასთან კიდობანში, რადგან წყალი ჯერ კიდევ იყო მიწის პირზე. და მან გაიწოდა ხელი, აიყვანა იგი და შეიყვანა თავისთან კიდობანში. 10 და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. 11 და დაბრუნდა მასთან მტრედი საღამოს ჟამს და მას ზეთისხილის რტო ეჭირა პირში. და ამით შეიტყო ნოემ, რომ წყალი დამცხრალიყო მიწაზე. 12 და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და ის აღარ დაბრუნებულა უკან. 13 ნოეს დაბადებიდან ექვსას მეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს, დაშრა წყალი მიწაზე. და ნოემ მოაცილა სახურავი კიდობანს და იხილა, რომ გამშრალიყო მიწის პირი. 14 და მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა მიწა. 15 და უთხრა ღმერთმა ნოეს: 16 “გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, და შენი ძეები თავიანთი ცოლებით. 17 ყოველი ცხოველი, რომელიც შენთანაა ყოველ ხორციელთაგან, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და მიწის ქვემძრომ ქვეწარმავალთაგან, გამოიყვანე. მოეფინონ მიწას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ.” 18 და გამოვიდა ნოე, და მისი ძენი, და მისი ცოლი, და მის ძეთა ცოლები მასთან ერთად. 19 და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი და ყოველი, რაც მოძრაობს ქვეყანაზე, თავ-თავის გვარის მიხედვით გამოვიდნენ კიდობნიდან. 20 და აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე. 21 და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: “აღარ დავწყევლი კვლავ მიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვეა მისი გულისწადილი მიდრეკილი ბოროტებისაკენ. და მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას ისე, როგორც გავაკეთე. 22 ვიდრე დედამიწა იქნება, არ გაუქმდება თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, და დღე და ღამე!”

თავი მეშვიდე                                                                                                                                            თავი მეცხრე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close