1 მეფეთა 16:10-13

By
მარტი 10, 2015
10 ასე ჩამოატარა იესემ თავისი შვიდი ძე სამუელის წინაშე, მაგრამ უთხრა სამუელმა იესეს: „ამათგან არც ერთი არ აურჩევია უფალს.“ 11 და ჰკითხა სამუელმა იესეს: „სულ ეს არიან შენი ყმაწვილები?“ და თქვა მან: „კიდევ დარჩა ამათ გარდა უმცროსი, მაგრამ ის ცხვარსა მწყემსავს.“ და უთხრა სამუელმა იესეს: „გააგზავნე და მოაყვანინე, რადგან მის მოსვლამდე ინახით ვერ დავსხდებით.“ 12 გააგზავნა იესემ და მოაყვანინა ის. წითური იყო, ლამაზი თვალები ჰქონდა და სანდომიანი სახე. და უთხრა უფალმა სამუელს: „ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.“ 13 და აიღო სამუელმა ზეთით სავსე რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. და დაივანა უფლის სულმა დავითზე იმ დღიდან მოყოლებული. ადგა სამუელი და წავიდა რამას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close