34 და უთხრა დავითმა საულს: „შენი მსახური თავისი მამის ფარას მწყემსავდა; და როცა დამეცემოდა ლომი ან დათვი და ფარიდან ცხვარს მომტაცებდა, 35 გავეკიდებოდი, დავეცემოდი და ნადავლს პირიდან ვგლეჯდი. ხოლო თუ შემომიტევდა, ყბებში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი. 36 ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მსახური. ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.“