3 და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და დადო დავითმა მათთან აღთქმა ხეობრონში უფლის წინაშე; და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი. 4 ოცდაათი წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა, და იმეფა ორმოცი წელი. 5 ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე. იერუსალიმში მეფობდა ოცდაცამეტი წელი მთელს ისრაელზე და იუდაზე.