10 და განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში. 11 დავითის მეფობის ხანგრძლივობა ისრაელზე 40 წელი იყო – ხებრონში შვიდ წელიწადს მეფობდა, იერუსალიმში – ოცდაცამეტს. 12 და დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და ძლიერ განიმტკიცა მეფობა.