1 მეფეთა 17:4-9

By
მარტი 10, 2015
4 და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე. 5 და თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და ჯაჭვის ჯავშანი ემოსა. და ჯავშნის წონა ხუთი ათასი შეკელი იყო. 6 ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა და მხარზე სპილენძის ჰოროლი ჰქონდა გადებული. 7 და მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო. შუბის რკინის წვერი ექვსას შეკელს იწონიდა, წინ ფარის მტვირთველი მოუძღოდა. 8 და მოდგა იგი და შესძახა ისრაელის რაზმებს: „რატომ გამოხვედით საბრძოლველად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, ან თქვენ საულის მსახურნი არა ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან. 9 თუ გამიმკლავდება და დამამარცხებს, თქვენი მსახურები გავხდებით. თუ მე გავუმკლავდი და დავამარცხე, თქვენ გაგვიხდით მსახურებად და გვემსახურეთ.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close