1 მეფეთა 17:12-14

By
მარტი 10, 2015
12 დავითი იყო შვილი იმ ეფრათელისა, იუდას ბეთლემიდან, რომელსაც სახელად ერქვა იესე და რვა ვაჟიშვილი ჰყავდა. საულის დღეებში მოხუცებული იყო ეს კაცი, ხანდაზმული. 13 და წაჰყვა საულს ბრძოლაში იესეს სამი უფროსი ვაჟიშვილი. ომში წასული მისი ვაჟიშვილების სახელები იყო: პირმშოსი – ელიაბი, მომდევნოსი – აბინადაბი, მესამესი – შამა. 14 დავითი კი მათზე უმცროსი იყო. და წაჰყვა სამი უფროსი საულს.

კომენტარის დატოვება

Close
Close