4 მეფეთა 1:10-14

By
მარტი 18, 2015
10 და მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ.” და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა მისი ორმოცდაათი კაცითურთ. 11 და კვლავ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულითურთ. და მიუგო და ეუბნა მას: „ღვთისკაცო! ასე ბრძანებს მეფე: ‘ჩამოდი სასწრაფოდ!’“ 12 და მიუგო ელიამ და ეუბნა: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ.” და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა იგი მისი ორმოცდაათი კაცითურთ. 13 და მესამედ მიუგზავნა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე, შეევედრა მას და ეუბნა: „ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს და ამ ორმოცდაათი შენი მსახურის სიცოცხლეს შენს თვალში. 14 აჰა, ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთანთქა ორი წინა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად. ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close