6 და უთხრა მოსემ აარონს, ელეაზარსა და ითამარს, მის ძეთ: “თავებს ნუ გაიშიშვლებთ და სამოსელს ნუ შემოიგლეჯთ, რათა არ დაიხოცოთ და არ განრისხდეს იგი მთელ თემზე. მაგრამ თქვენს ძმებს, ისრაელის მთელს სახლს შეუძლია იტიროს დამწვრები, რომლებიც დაწვა უფალმა. 7 საკრებულო კარვის შესასვლელიდან არ გამოხვიდეთ, რომ არ დაიხოცოთ, რადგან უფლის საცხებელი ზეთია თქვენზე.” და მოიქცნენ მოსეს სიტყვისამებრ. 8 და უთხრა უფალმა აარონს: 9 „ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი შენთან ერთად საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში,