ძველი აღთქმა
დაბადება
371 და ცხოვრობდა იაკობი მამამისის ხიზნობის ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში. 2 ეს არის იაკობის მოდგმა: იოსები იყო ჩვიდმეტი წლისა როცა მწყესავდა პირუტყვს თავის ძმებთან ერთად. და იყო იგი ჯერ ბავშვი თავისი მამის ცოლების – ბილჰასა და ზილფას ძეებთან. და მიჰქონდა იოსებს ცუდი ხმები მათზე თავის მამასთან. 3 და ისრაელს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი. და დაუმზადა მას ჭრელი კვართი. 4 და დაინახეს მისმა ძმებმა, რომ უყვარდა იგი მამას ყველა თავის ძეზე მეტად, და მოიძულეს იგი, და არ შეეძლოთ მასთან ლაპარაკი მშვიდობიანად. 5 და დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს, და მათ უფრო მეტად მოიძულეს იგი. 6 და უთხრა მათ: „მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა მე: 7 აჰა, ჩვენ ვკონავთ ძნებს შუაგულ მინდორში და წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, და გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას.” 8 და უთხრეს მას მისმა ძმებმა:„ჩვენი მეფე გინდა გახდე და ჩვენზე იბატონო?” და კიდევ უფრო მოიძულეს იგი მისი სიზმრებისა და სიტყვებისათვის. 9 და დაესიზმრა მას კიდევ სხვა სიზმარი, და უამბო თავის ძმებს და თქვა: „აჰა, კიდევ დამესიზმრა სიზმარი, რომ მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდნენ თაყვანს.” 10 და როცა ეს უამბო თავის მამას და თავის ძმებს, გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა მას: „რა არის ეს სიზმარი, რომელიც გესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე და დედაშენი, და შენი ძმები, რომ მიწამდე გცეთ თაყვანი?” 11 შეშურდათ ძმებს მისი, ხოლო მამამისმა დაიმარხა ეს სიტყვები. 12 და წავიდნენ მისი ძმები შექემში თავიანთი მამის ფარის დასამწყემსად. 13 და უთხრა ისრაელმა იოსებს: „ხომ მწყემსავენ შენი ძმები შექემში, და მოდი, გაგაგზავნი შენ მათთან.” და თქვა მან: „აქა ვარ.” 14 და უთხრა მას: „წადი და ნახე, თუ მშვიდობით არიან შენი ძმები და ფარა, და მომიტანე ამბავი.” და გაგზავნა იგი ხებრონის ველიდან, და მივიდა შექემს. 15 იპოვა იგი ერთმა კაცმა ველზე გზაარეული და ჰკითხა მას: „ვის ეძებ?” 16 თქვა: „ჩემს ძმებს ვეძებ; მითხარი, სად მწყემსავენ ისინი?” 17 და უთხრა კაცმა: „წასულები არიან აქედან, რადგან გავიგონე, რომ დოთაინში მიდიოდნენ.” და გაჰყვა იოსები თავის ძმათა კვალს, და იპოვა ისინი დოთანში. 18 და როცა დაინახეს იგი შორიდან, ვიდრე მიუახლოვდებოდა მათ, განიზრახეს მისი მოკვლა. 19 და უთხრეს ერთმანეთს: „აჰა, სიზმარა მოდის! 20 და ახლა, მოდი, მოვკლათ იგი, და ჩავაგდოთ რომელიმე ჭაში, და ვთქვათ, რომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა იგი. და ვნახოთ, რა იყო მისი სიზმრები.” 21 და გაიგონა რეუბენმა, და იხსნა იგი მათი ხელიდან, უთხრა მათ: „ნუ მოვკლავთ მას!” 22 და უთხრა მათ რეუბენმა: „ნუ დაღვრით სისხლს! ჩააგდეთ იგი იმ ჭაში, უდაბნოში რომ არის, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე.” და ამას ამბობდა, რათა ეხსნა იგი მათი ხელიდან და დაებრუნებინა თავის მამასთან. 23 და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გახადეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, რომელიც ეცვა. 24 აიყვანეს და ჩააგდეს ჭაში. და იყო ის ჭა ცარიელი, წყალი არ იყო მასში. 25 და დასხდნენ ისინი პურის საჭმელად, და როცა აღაპყრეს თვალი, დაინახეს ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა გილყადიდან, და მათ აქლემებს მოჰქონდათ გუნდრუკი, მური და ნელსაცხებელი. 26 და უთხრა იუდამ თავის ძმებს: „რას გვარგებს, თუ მოვკლავთ ჩვენს ძმას და დავფარავთ მის სისხლს? 27 მოდით, მივყიდოთ იგი ისმაელიანებს, და ჩვენი ხელი ნუ იქნება მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი ხორცია.” და გაუგონეს მას მისმა ძმებმა. 28 ხოლო როცა ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოსწიეს და ამოიყვანეს იოსები ჭიდან, და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. მათ კი წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში. 29 ხოლო როცა რეუბენი კვლავ დაბრუნდა ჭასთან და ნახა, რომ იქ აღარ იყო იოსები, სამოსელი შემოიხია. 30 და დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: „ბავშვი აღარ არის! და მე სადღა წავიდე?” 31 და აიღეს ძმებმა იოსების კვართი, და ამოავლეს იგი დაკლული თხის სისხლში. 32 და წაიღეს ეს კვართი, და მიუტანეს მამამისს და უთხრეს: „ეს ვიპოვეთ. ნახე, შენი შვილის კვართია ეს თუ არა?” 33 და მან იცნო ის და თქვა: „ჩემი შვილის კვართია. მძვინვარე მხეცს შეუჭამია იგი! დაგლეჯილია იოსები!” 34 და შემოიხია იაკობმა სამოსელი, და შემოიხვია ძაძა წელზე, და დიდხანს გლოვობდა თავის შვილს. 35 და ადგნენ მისი ძენი და მისი ასულნი, რათა ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინდომა მან ნუგეშისცემა, და თქვა: „მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დიდხანს გლოვობდა მამა თავის ძეს. 36 ხოლო მიდიანელებმა ეგვიპტეში მიჰყიდეს იოსები ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს.