გამოსვლა 21:2-6

By
მარტი 31, 2015
2 თუ ებრაელ მონას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს და მეშვიდე წელს გაათავისუფლე უსასყიდლოდ. 3 თუ იგი მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, წავიდეს მასთან ერთად მისი ცოლიც. 4 თუ მისი ბატონი შერთავს მას ცოლს, რომელიც მას ვაჟებს ან ასულებს გაუჩენს, მაშინ ცოლი და შვილებიც მისი ბატონისაა. თავად მარტო წავიდეს. 5 ხოლო თუ მონა იტყვის: მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლი და ჩემი შვილები და არ მინდაო თავისუფლება, 6 მაშინ მიიყვანოს იგი მისმა ბატონმა ღვთის სამსჯავროზე და მიაყენოს იგი კართან ან მის წირთხლთან და გაუხვრიტოს მისმა ბატონმა ყური სადგისით, და მისი მონა იქნება სამუდამოდ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close