მათეს 12:1-13

By
მაისი 1, 2015
1 იმ დროს, შაბათ დღეს, მიდიოდა იესო ყანებზე. მის მოწაფეებს მოშივდათ და დაიწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა. 2 ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: „აჰა, შენი მოწაფეები აკეთებენ, რის გაკეთებაც არ ეგების შაბათს.“ 3 მან კი უთხრა მათ: „არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც მოშივდა მას და მასთან მყოფთ? 4 როგორ შევიდა ღმერთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მასთან მყოფთ, არამედ მხოლოდ მღვდლებს? 5 ანდა არ წაგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი არიან? 6 გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, რაც ტაძარზე უმეტესია. 7 რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი,’ მაშინ აღარ განიკითხავდით უდანაშაულოებს. 8 რადგან კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“ 9 და წავიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში. 10 და, აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: „შეიძლება შაბათს განკურნება?“ 11 ხოლო მან უთხრა მათ: „ვინ არის თქვენს შორის ისეთი, რომელსაც ერთი ცხვარი ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, ხელი არ ჩაავლოს და არ ამოიყვანოს? 12 ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამგვარად, შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება.“ 13 მაშინ უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე შენი ხელი!“ მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close