3 მეფეთა 3:5-14

By
მაისი 5, 2015
5 და გამოეცხადა გიბეონში უფალი სოლომონს ღამით სიზმრად და უთხრა ღმერთმა: „მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე.“ 6 და უთხრა სოლომონმა: „დიდად სწყალობდი შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე. და შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე. 7 ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა. 8 შენს რჩეულ ხალხს შორის არის შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არც აღირიცხება სიმრავლის გამო. 9 და მიანიჭე შენს მსახურს გონიერი გული, რათა განაგოს შენი ერი და გაარჩიოს სიკეთე ბოროტებისგან. რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?“ 10 და ძლიერ მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი. 11 და უთხრა მას ღმერთმა: „იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე დღეგრძელი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხად, 12 აჰა, გავაკეთებ შენი სიტყვისამებრ: მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ, შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილიყოს, და არც შენს შემდეგ გამოჩნდება ვინმე. 13 და რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესა და დიდებას; ისე რომ, შენს სიცოცხლეში არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი. 14 და თუ ივლი ჩემი გზით და დაიცავ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი აკეთებდა, დღეგრძელობასაც მოგცემ.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close