17 მართალნი მოუხმობენ და ისმენს უფალი, იხსნის მათ ყველა გასაჭირისგან. 18 ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის ის. 19 მრავალია სიძნელე მართლისა; მაგრამ ყველაფრისაგან იხსნის უფალი. 20 ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.