2 ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: თქვენ იხილეთ ყველა ის უბედურება, რაც მე მოვაწიე იერუსალიმსა და იუდეის ყველა ქალაქს, და აოხრებულია დღეს ისინი და არავინ ცხოვრობს იქ, 3 იმ ბოროტების გამო, რომელსაც ისინი ჩემს გასამწარებლად აკეთებდნენ, რომ უკმევდნენ და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ, და არ იცნობდით არც თქვენ და არც თქვენი მამები. 4 და მე გიგზავნიდით ჩემს მსახურთ – წინასწარმეტყველთ – რომ ეთქვათ: ნუ გააკეთებთ ამ სისაძაგლეს, რომელიც მე მძულს-მეთქი; 5 მაგრამ ისინი არც მისმენდნენ და ყურსაც არ იბერტყავდნენ, რომ მოქცეულიყვნენ ბოროტებიდან და არ ეკმიათ უცხო ღმერთებისათვის. 6 და გადმოინთხა ჩემი გულისწყრომა და ჩემმა რისხვამ მოიცვა იუდეის ქალაქები და იერუსალიმის ქუჩები, და ნაოხარად იქცნენ ისინი, რასაც დღესაც ხედავთ.