3 და უთხარი: მთანო ისრაელისა! ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ასე უთხრა უფალმა ღმერთმა მთებს, ბორცვებს, ველებსა და ღელეებს: აჰა, მე მომაქვს თქვენზე მახვილი და მოვსპობ თქვენს სამსხვერპლო მაღლობებს. 4 და დაინგრევა თქვენი სამსხვერპლოები და დაილეწება თქვენი მზის სვეტები და დაეცემიან თქვენი განგმირულები თქვენი კერპების წინ. 5 და დავყრი ისრაელიანთა გვამებს მათი კერპების წინ და გავფანტავ თქვენს ძვლებს თქვენი სამსხვერპლოების ირგვლივ. 6 მთელს თქვენს სამკვიდროში აოხრდება ქალაქები და დაინგრევა სამსხვერპლო მაღლობები, რათა გატიალდეს და განადგურდეს თქვენი სამსხვერპლოები, და დაი