41 და როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო. 42 თქვა: „ნეტავ ამ დღეს მაინც შეგეცნო, რა არის შენთვის სამშვიდობო! მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან. 43 რადგან დაგიდგება დღეები, როდესაც მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ მიწაყრილს, შემოგერტყმიან და შეგავიწროვებენ ყოველი მხრიდან. 44 მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში, ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ, რადგან ვერ გაიგე შენი მონახულების ჟამი.“