1 გაიხარებს უდაბნო და ხრიოკი მიწა, გამხიარულდება ვრცელი ქვეყანა და შროშანივით აყვავდება. 2 თვალისწარმტაცად აყვავდება და იხარებს; ლიბანის დიდებულებას შეიძენს, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალებას; ისინი იხილავენ უფლის დიდებას, ჩვენი ღმერთის სიდიადეს. 3 განიმტკიცეთ ჩამოყრილი მკლავები და დასუსტებული მუხლები გაიმაგრეთ. 4 უთხარით სულმოკლეთ: „განმტკიცდით, ნუ შეშინდებით; აჰა, თქვენი ღმერთი, შურისგება მოვა – ღვთის საზღაური, ის მოვა და გიხსნით.“ 5 მაშინ აეხილებათ თვალი ბრმებს და ყრუთ ყურები გაეღებათ. 6 მაშინ ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება; რადგან უდაბნოში წყლები ამოხეთქავენ და მწყურვალ მიწაზე – ნაკადები.