33 მივიდნენ კაპერნაუმში და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე დაობდით გზაში?“ 34 ისინი დუმდნენ, რადგან გზაში ერთმანეთში დაობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. 35 დაჯდა და დაუძახა თორმეტს და უთხრა: „ვისაც სურს, რომ იყოს პირველი, იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.“