22 მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის: ‘რაკა,’ სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო ვინც ეტყვის: სულელო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება. 23 ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, 24 დატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, და მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი. 25 შეურიგდი შენს მოდავეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში.