3 მე, თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, მაგრამ სულით თქვენთან მყოფმა, უკვე დავდე მსჯავრი მას, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა: 4 ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, როდესაც შეიკრიბებით, ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალით, 5 გადაეცეს ასეთი კაცი სატანას ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის დღეს.