2 მაშინ თორმეტმა მოიწვია ყველა მოწაფე და უთხრა: „არ შეგვშვენის ჩვენ ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. 3 ამოირჩიეთ, ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი და ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე. 4 ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ დრო.“ 5 ყველას მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, და ფილიპე, პროხორი, ნიკანორი, ტიმონი, პარმენა და ნიკოლოზი – ანტიოქიელი რჯულშეცვლილი. 6 წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ.