19 და ეუბნება მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ.“ 20 და მათ მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას. 21 იქიდან რომ წამოვიდა, დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი, ზებედეს ძე, და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს აწესრიგებდნენ, და მოუხმო მათ. 22 და მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.