1 ნეშტთა 9

By
მაისი 29, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

91 მთელი ისრაელი აღნუსხეს და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაწერეს, იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს, მათი უკეთურების გამო. 2 პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ: ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, ნეთინიმელნი და ტაძარში მომსახურენი. 3 იერუსალიმში იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან ცხოვრობდნენ: 4 ყუთაი, ძე ყამიჰუდისა, ძე ყომრისა, ძე იმრისა, ძე ბანისა, ფერეცის, იუდას ძის, ძეთაგან; 5 შილონისგან იყვნენ: მისი პირმშო ყასაია და მისი ძენი: 6 ზერახის ძეთაგან: იეყუელი და მისი ძმები – ექვსას ოთხმოცდაათი; 7 ბენიამინის ძეთაგან: სალუ, ძე მეშულამისა, ძე ჰოდავიასი, ძე ჰასენუასი; 8 იბნეია იეროხამის ძე, ელა, ძე ყუზისა, მიქრის ძისა, მეშულამი, ძე შეფატიასი, ძე რეღუელისა, ძე იბნიასი. 9 მათი ძმები თავ-თავიანთ გვარ-ტომთა მიხედვით ცხრაას ორმოცდათექვსმეტნი იყვნენ. ყველა ეს ვაჟკაცი მამისსახლის თავკაცი იყო. 10 მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი, იაქინი, 11 ყაზარია, ძე ხილკიასი, ძე მეშულამისა, ძე ცადოკისა, ძე მერაიოთისა, ძე ახიტუბისა – ღვთის სახლის წინამძღვარი; 12 ყადაია, ძე იეროხამისა, ძე ფაშხურისა, ძე მალქიასი, და მაყასაი ძე ყადიელისა, ძე იახზერასი, ძე მეშულამისა, ძე მეშილემითისა, ძე იმერისა. 13 მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები: ათას შვიდას სამოცნი, – ღვთის სახლის მსახურის საქმეში ნაცადი ხალხი. 14 ლევიანთაგან: შემაყია, ძე ხაშუბისა, ძე ყაზრიკამისა, ძე ხაშაბიასი – მერარის ძეთაგან, 15 ბაკბაკარი, ხერეში, გალალი, მათანია, ძე მიქასი, ძე ზიქრისა, ძე ასაფისა. 16 ყობადია, შემაყიას ძე, ძე გალალისა, ძე იედუთუნისა, ბერექია ძე ასასი, ძე ელკანასი – ნეტოფათელთა დაბა-სოფლებში მცხოვრებნი. 17 კარიბჭის მცველნი: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი და ძმანი მისნი. შალუმი თავკაცი იყო. 18 და დღემდე ის დგას სამეფო კარიბჭეში, აღმოსავლეთით. ესენი არიან კარისმცველნი ლევიანთა ბანაკიდან. 19 შალუმი, ძე კორესი, ძისა აბიასაფისა, ძისა კორახისა, და მისი ძმები. მისი მამის სახლიდან, კორახელნი, სამსახურს ეწეოდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ; ხოლო მათი მამები უფლის ბანაკთან მისასვლელს დარაჯობდნენ; 20 ფინხას ელეაზარის ძე უწინ მათი წინამძღოლი იყო და უფალიც მასთან იყო. 21 ზაქარია მეშელემიას ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო. 22 ზღურბლების მცველებად ამორჩეულნი მთლიანად ორასთორმეტნი იყვნენ, ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავიანთ დაბა-სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. ისინი დავითმა და სამუელ მხილველმა დააყენეს ერთგულების გამო. 23 ისინი თავიანთ ძეებთან ერთად დარაჯობდნენ უფლის სახლის – კარვის სახლის – კარიბჭეებს. 24 კარისმცველები ოთხივ მხრივ იდგნენ: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. 25 მათი ძმები თავიანთ დაბა-სოფლებში იყვნენ, რათა დრო და დრო შვიდი დღით მისულიყვნენ მათთან. 26 რადგან კარიბჭეების მცველთა ის ოთხი მეთაური, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებთან და ღვთის სახლის საგანძურებთან იდგნენ. 27 ისინი ღვთის სახლის ირგვლივ ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება. 28 ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ. 29 მათგან სხვებს ჩაბარდათ ჭურჭლეული, ყველა წმინდა ჭურჭელი, გამტკიცული ფქვილი, ღვინო, ზეთი, გუნდრუკი და სურნელებანი. 30 სამღვდელონი კი ზეთს ამზადებდნენ ნელსაცხებლისაგან. 31 მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს, ტაფებზე მომზადება მიენდო. 32 ზოგიერთ მათ ძმათაგანს, კეჰათიანთაგან, საწირი პური ჩააბარეს, რათა შაბათობით მოემზადებინათ. 33 ხოლო მგალობელნი, ლევიანთა მამისსახლთა თავკაცნი, ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან გათავისუფლებულნი იყვნენ. რადგან ისინი დღე და ღამ თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულნი. 34 ესენი არიან ლევიანების მამისსახლთა თავკაცები, თავ-თავიანთ გვარ-ტომთა თავკაცები.ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ. 35 გაბაონში ცხოვრობდნენ: გაბაონის მამა იეყიელი. მის ცოლს სახელად მაყაქა ერქვა. 36 მისი ძე პირმშო ყაბდონი, მერე – ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნადაბი, 37 გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი. 38 მიკლოთმა შვა შიმამი. ისინი თავიანთი ძმების მეზობლად, თავიანთ ძმებთან ერთად ცხოვრობდნენ იერუსალიმში. 39 ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული. საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი. 40 იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა. 41 მიქას ძენი: ფითონი, მელექი და თახრეაყი. 42 ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალამეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა, 43 მოცამ შვა ბინყა, მისი ძე რეფაია, მისი ძე ელყასა, მისი ძე აცელი. 44 აცელს ექვსი ძე ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია, ხანანი – ესენი არიან აცელის ძენი.

თავი მერვე                                                                                                                                                  თავი მეათე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close