1 ნეშტთა 10

By
მაისი 29, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

101 და შეებრძოლენ ფილისტიმელები ისრაელს და გაექცნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელებს. და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი, 2 და მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი, და მალქიშუაყი – საულის შვილები. 3 და გაუძნელდა ბრძოლა საულს. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს. 4 და უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირველს: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინადაუცვეთელებმა არ შეურაცხმყონ”. და ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ საულმა აიღო მახვილი და ზედ დაეგო. 5 როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა. 6 და ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ვაჟიშვილი და მთელი მისი სახლი. 7 როცა ველზე მყოფმა ისრაელის ძეთ დაინახეს, რომ უკუიქცნენ ისრაელის ძენი და, რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და გადაიხვეწნენ. და მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ. 8 მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და, როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი ვაჟიშვილები, 9 გაძარცვეს იგი, აიღეს მისი თავი და საჭურველი და მოატარეს ფილისტიმელთა ქვეყნის ირგვლივ, რათა ეხარებინათ თავიანთი საკერპოებისათვის და ხალხისათვის. 10 მისი საჭურველი თავიანთი ღმერთის ტაძარში დადეს, ხოლო მისი თავის ქალა დაგონის სახლში მიაჭედეს. 11 როცა გაიგეს გილყადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელნი საულს, 12 ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, და წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები და მიიტანეს იაბეშში, და დამარხეს მათი ძვლები იაბეშში მუხის ქვეშ. მერე შვიდი დღის მანძილზე მარხულობდნენ. 13 ასე მოკვდა საული თავისი ორგულების გამო, რომლითაც ღალატობდა იგი უფალს და უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა. 14 უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს, მისცა.

თავი მეცხრე                                                                                                                                   თავი მეთერთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close