36 შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’ 37 მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? 38 როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? 39 როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?’ 40 და მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’