1 ნეშტთა 24

By
ივნისი 6, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

241 აარონის ძეთ თავიანთი დასები აქვთ, აარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. 2 ნადაბი და აბიჰუ მამაზე ადრე დაიხოცნენ; ისე, რომ ვაჟები არ ჰყოლიათ. ელეაზარი და ითამარი შეუდგნენ მღვდელმსახურებას. 3 და გაამწესა დავითმა ცადოკი, ელეაზარის ძეთაგან, და ახიმელექი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავიანთ სამსახურში, თავ-თავიანთი მოვალეობისდა მიხედვით. 4 და აღმოჩნდა, რომ ელეაზარის შვილებში კაცები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ითამარის შვილებში, და დაანაწილეს მათ ისინი: ელეაზარის ძეთა მამისსახლს თექვსმეტი თავკაცი არგუნეს, ხოლო ითამარის ძეთა მამისსახლს – რვა თავკაცი. 5 ერთმანეთში წილისყრით დაინაწილეს, რადგან საწმიდრის წინამძღოლები ელეაზარისა და ითამარის ძეთაგან იყვნენ. 6 და აღნუსხა ისინი შემაყია ნათანელის ძემ, ლევიანთა მწიგნობარმა, მეფისა და მთავართა წინაშე, ცადოკ მღვდლისა და ახიმელექ აბიათარის ძის წინაშე, მღვდელთა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე. ერთი მამისსახლი ელეაზარს უყრიდა წილს და ერთი ითამარს უყრიდა წილს. 7 და პირველი წილი იეჰოიარიბს შეხვდა, მეორე – იედაყიას, 8 მესამე – ხარიმს, მეოთხე – სეყორიმს. 9 მეხუთე – მალქიას, მეექვსე – მიამინს, 10 მეშვიდე – ჰაკოცს, მერვე – აბიას, 11 მეცხრე – იესოს, მეათე – შექანიაჰუს, 12 მეთერთმეტე – ელიაშიბს, მეთორმეტე – იაკიმს, 13 მეცამეტე – ხუფას, მეთოთხმეტე – იეშებაბს, 14 მეთხუთმეტე – ბილგას. მეთექვსმეტე – იმერს. 15 მეჩვიდმეტე – ხეზირს, მეთვრამეტე – ჰაფიცეცს, 16 მეცხრამეტე – ფეთახიას, მეოცე – იეხეზკელს, 17 ოცდამეერთე – იაქინს, ოცდამეორე – გამულს, 18 ოცდამესამე – დელაიაჰუს, ოცდამეოთხე – მაყაზიაჰუს. 19 ეს არის მათი განაწესი, თუ როგორ უნდა მისულიყვნენ უფლის სახლში იმ სამსახურის გასაწევად, მათი მამის, აარონის, ხელით რომ იყო დაწესებული ისე, როგორც უფალმა, ისრაელის ღმერთმა უბრძანა მას. 20 დანარჩენი ლევიანები: ყამრამის ძეთაგან: შუბაელი, შუბაელის ძეთაგან: იეხდეიაჰუ. 21 რეხაბიაჰუსაგან: რეხაბიაჰუს ძეთაგან იშია იყო თავკაცი. 22 იცჰარელთაგან: შელომოთი. შელომოთის ძეთაგან: იახათი. 23 ხებრონის ძეთაგან: იერიაჰუ, ამარიაჰუ – მეორე, იახაზიელი – მესამე, იეკამყამი – მეოთხე. 24 ყუზიელის ძეთაგან: მიქა. მიქას ძეთაგან: შამირი. 25 მიქას ძმა იყო იშია. იშიას ძეთაგან: ზაქარია. 26 მერარის ძენი: მახლი და მუში. იაყაზიაჰუს ძეთაგან: ბენო. 27 მერარის ძენი იაყაზიაჰუსგან: ბენო, შოჰამი, ზაქური და ყიბრი. 28 მახლისგან: ელეაზარი, რომელსაც ვაჟები არ ჰყოლია. 29 კიშისგან: კიშს ძე იერახმეელი. 30 მუშის ძენი: მახლი, ყედერი და იერემოთი. აჰა, ლევიანები, თავ-თავიანთი მამისსახლებისდა მიხედვით. 31 მამისსახლთა თავკაცებმა უმცროსი ძმების თანასწორად ყარეს წილი თავიანთი ძმების – აარონიანთა მსგავსად, მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, მღვდლებისა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე.

თავი ოცდამესამე                                                                                                                             თავი ოცდამეხუთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close