1 ნეშტთა 25

By
ივნისი 6, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

251 დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისათვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო: 2 ასაფის ძეთაგან: ზაქური, იოსები, ნეთანია, ასარელა – ასაფის ძენი, რომელნიც ასაფის ლოტბარობითა და მეფის ხელმძღვანელობით უკრავდნენ. 3 იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, იეშაყიაჰუ, ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ, შიშა – ექვსნი. თავიანთი მამის, იედუთუნის, ხელქვეით იყვნენ, რომელიც ბობღანზე უკრავდა უფლის საქებ-სადიდებელს. 4 ჰემანისგან, ჰემანის ძენი: ბუკიაჰუ, მათანიაჰუ, ყუზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ყეზერი, იოშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი, მახაზიოთი. 5 ყველა ესენი იმ ჰემანის ძენი არიან, რომელიც მეფის ნათელმხედველი იყო, უფლის სიტყვების გამოსაცხადებლად და მისი დიდების რქის ასამაღლებლად. ღმერთმა ჰემანს თორმეტი ვაჟი და სამი ასული მისცა. 6 ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით. 7 უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა. 8 სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, სწავლულმა და მოსწავლემ. 9 პირველი წილი ერგო ასაფს იოსებისათვის, მეორე – გედალიაჰუს, იგი, მისი ძმები და შვილები – თორმეტნი. 10 მესამე – ზაქურს, მისი ძენი, და ძმები – თორმეტნი. 11 მეოთხე – იცრის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 12 მეხუთე – ნეთანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 13 მეექვსე – ბუკიაჰუს, მისი ძენი და – თორმეტნი. 14 მეშვიდე – იესარელას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 15 მერვე – ესაიას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 16 მეცხრე – მათანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 17 მეათე – შიმყის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 18 მეთერთმეტე – ყაზარელს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 19 მეთორმეტე – ხაშაბიას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 20 მეცამეტე – შუბაელს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 21 მეთოთხმეტე – მათითიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 22 მეთხუთმეტე – იერემოთს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 23 მეთექვსმეტე – ხანანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 24 მეჩვიდმეტე – იოშბეკაშას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 25 მეთვრამეტე – ხანანის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 26 მეცხრამეტე – მალოთის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 27 მეოცე – ელიათას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 28 ოცდამეერთე – ჰოთირს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 29 ოცდამეორე – გიდალთის, მისი ძენი და – თორმეტნი. 30 ოცდამესამე – მახაზიოთს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. 31 ოცდამეოთხე – რომამთი-ყეზერს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.

თავი ოცდამეოთხე                                                                                                                           თავი ოცდამეექვსე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close