ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
51 ლოტბარს. სალამურზე. დავითის ფსალმუნი. ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას. 2 ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენს მიმართ ვლოცულობ. 3 უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები. 4 რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან. 5 ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია. 6 შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელნი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან. 7 ხოლო მე შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში, ვეთაყვანები შენს წმიდა ტაძარს – შენდამი შიშით. 8 უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე. 9 რადგან არ არის ჭეშმარიტება ბაგეთა მათთა, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი – ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ. 10 განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; თავიანთი ცოდვების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი, რადგან აღსდგნენ შენს წინააღმდეგ, 11 და გაიხარონ, ვინც შენზეა მონდობილნი, იმხიარულონ უკუნისამდე; და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს. 12 რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით.