ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
61 რვაძალიან საკრავზე. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ, და შენი რისხვით ნუ დამსჯი. 2 შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები. 3 ჩემი სულიც შეძრწუნებულია; და შენ, უფალო, როდემდე? 4 შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის. 5 რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვინ შეგასხამს შავეთიდან ქება-დიდებას? 6 მოვიქანცე ჩემი ვაებით, ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს. 7 დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო. 8 განმშორდით, ყოველნი მომქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა. 9 ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას. 10 გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად.