ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
311 მოძღვრება. დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. 2 ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის, და ვის სულშიც არ არის სიყალბე. 3 როდესაც ვდუმდი გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა. 4 რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. 5 ცოდვა ჩემი გაუწყე, და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე.” და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. 6 ამიტომ ილოცავს შენს მიმართ ყველა წმიდა შეწყნარების ჟამს; თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა. ვერ მისწვდება მას. 7 შენ ხარ ჩემი მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს. 8 „გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.” 9 ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი, უგუნური. ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს. 10 მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული. 11 იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო.
ფსალმუნი 30 ფსალმუნი 32
ფსალმუნი 30 ფსალმუნი 32