13 ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ, და როცა იქუხა საყვირების და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: „რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.“ მაშინ უფლის სახლი ღრუბელმა აავსო, 14 და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აავსო ღვთის სახლი.