ფსალმუნები 136

By
ივლისი 22, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1361 ბაბილონის მდინარებთან ვისხედით და ვტიროდით, როდესაც ვიგონებდით სიონს. 2 ძეწნათა ზედა, იქ რომ დგანან ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები. 3 რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა – სიმხიარულე: „გვიმღერეთ სიმღერა სიონისა!” 4 როგორ უნდა გვემღერა სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე? 5 თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა! 6 მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ იერუსალიმი არ დავაყენო ჩემი მხიარულების სათავეში! 7 გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: „დაანგრიეთ, დაანგრიეთ ის ძირისძირამდე!” 8 ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც ჩვენ მოგვაწიე!. 9 ნეტარია, რომელმაც შეიპყროს ჩვილნი შენნი და მიანარცხოს კლდესა!

ფსალმუნები 135                                                                                                                                ფსალმუნები 137

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close