გამოცხადება 3:15-18

By
აგვისტო 13, 2015
15 ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ნეტავ ცივი იყო ან ცხელი! 16 მაგრამ რაკი ნელთბილი ხარ და არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. 17 რადგან შენ ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლია. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. 18 გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლში განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და მალამო, რათა წაიცხო თვალებზე და ხედავდე.

კომენტარის დატოვება

Close
Close