5 და დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს, და მათ უფრო მეტად მოიძულეს იგი. 6 და უთხრა მათ: „მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა მე: 7 აჰა, ჩვენ ვკონავთ ძნებს შუაგულ მინდორში და წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, და გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას.” 8 და უთხრეს მას მისმა ძმებმა: „ჩვენი მეფე გინდა გახდე და ჩვენზე იბატონო?” და კიდევ უფრო მოიძულეს იგი მისი სიზმრებისა და სიტყვებისათვის. 9 და დაესიზმრა მას კიდევ სხვა სიზმარი, და უამბო თავის ძმებს და თქვა: „აჰა, კიდევ დამესიზმრა სიზმარი, რომ მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდნენ თაყვანს.” 10 და როცა ეს უამბო თავის მამას და თავის ძმებს, გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა მას: „რა არის ეს სიზმარი, რომელიც გესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე და დედაშენი, და შენი ძმები, რომ მიწამდე გცეთ თაყვანი?”