2 მეფეთა 24:14
უთხრა დავითმა გადს: მეტისმეტად დამწუხრებული ვარ, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება. ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.
ფსალმუნები 85:5
რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
ფსალმუნები 144:9
კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.
ლუკას 6:36
იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
ეფესელთა 2:4
მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა,
ტიტეს 3:5
მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,
ებრაელთა 4:16
აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.
1 პეტრეს 1:3
კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად,
იაკობის 2:13
რადგან, უწყალო მსჯავრი – უმოწყალოს. წყალობა აღემატება მსჯავრს.
მათეს 5:7
ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან.
კოლოსელთა 3:12
ამიტომ, როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება.
იგავნი 14:21
თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მოწყალე კი ნეტარია.
მიქა 6:8
ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.
მათეს 23:23
ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესიარჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ.
მათეს 9:13
თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად.
იგავნი 11:17
მოწყალე კაცი სიკეთეს უზღავს თავის სულს, სასტიკი კი თავის ხორცს აღიზიანებს.
2 პეტრეს 3:9
არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ყველა მივიდეს მოსანანიებლად.
იგავნი 3:3
წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, შეიბი ისინი ყელზე, დაიწერე შენი გულის ფიცარზე.
იგავნი 24:7-9
ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა არ გაიხსენო; და ბრალი ჩემი, გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო. კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე. წარუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
2 მეფეთა 22:26
მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ.
იგავნი 20:28
წყალობა და სიმართლე იცავენ მეფეს, და წყალობით უჭირავს თავისი ტახტი.
იგავნი 14:31
გლახაკის მჩაგვრელი გმობს თავის გამჩენს, ღატაკის შემწყალე კი მისი პატივისმცემელია.
ფსალმუნები 84:10
წყალობა და ჭეშმარიტება შეხვდებიან ერთმანეთს, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს.
ფსალმუნები 36:26
ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია.