1 აჰა, მესამე დღეს მოვიდა საულის ბანაკიდან კაცი, სამოსელშემოგლეჯილი და თავზე მტვერდაყრილი. დავითს რომ მიუახლოვდა, მიწაზე დაეცა და თაყვანი სცა. 2 და უთხრა მას დავითმა: „საიდან მოდიხარ?“ უპასუხა: „ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.“ 3 უთხრა დავითმა: „რა მოხდა? მიამბე!“ თქვა კაცმა: „ხალხი გაიქცა ბრძოლის ველიდან. ჩვენიანიც ბევრი დაეცა და დაიხოცა. საულიცა და მისი ძე იონათანიც დაიხოცნენ.“