მათეს 5:43-48

By
აგვისტო 26, 2015
43 გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’ 44 მე კი გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. 45 რათა გახდეთ შვილები თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ბოროტთა და კეთილთა თავზე ამოჰყავს და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. 46 რადგან, თუ თქვენს მოყვარულებს შეიყვარებთ, რა საზღაური გექნებათ? განა მებაჟენიც ასევე არ იქცევიან? 47 და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მიესალმებით, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? 48 მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.

კომენტარის დატოვება

Close
Close