მიქა 1:1-7

By
აგვისტო 31, 2015
1 უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორეშეთელი მიქას მიმართ იუდეის მეფეების: იოთამის, ახაზის და ხეზეკიას დროს, და რომელიც გამოეცხადა სამარიისა და იერუსალიმის გამო. 2 ისმინეთ, ყველა ხალხებო! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან. 3 რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და შედგება დედამიწის სიმაღლეებზე. 4 მთები იძვრიან მის ფერხთა ქვეშ და ღელენი დნებიან მის ქვეშ, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან გადმოვარდნილი წყალი. 5 იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდეის გორაკი? იერუსალიმი ხომ არა? 6 ველზე დაყრილ ნანგრევებად ვაქცევ სამარიას, ვაზის გასაშენებელ ადგილად; ველზე გადავყრი მის ქვებს და გამოვაჩენ მის საძირკველს. 7 ყველა მისი კერპი დაიმსხვრევა, ყოველი მისი სიძვით მოგებული ცეცხლში დაიწვება, და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან სიძვის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ, ამიტომაც სიძვის გასამრჯელოდ იქცევიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close