მათეს 20:1-16

By
სექტემბერი 17, 2015
1 რადგან ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს – მამულის პატრონს, რომელიც დილით ადრე გავიდა მუშაკთა დასაქირავებლად თავისი ვენახისთვის, 2 მოურიგდა მუშაკებს დღეში თითო დინარად და გაისტუმრა თავის ვენახში. 3 ასე მესამე საათს, გავიდა და დაინახა სხვები, მოედანზე უქმად მდგარნი. 4 და უთხრა მათ: ‘წადით თქვენც ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ.’ და ისინიც წავიდნენ. 5 კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა.6     და ბოლოს, გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვებიც მდგარნი და უთხრა მათ: ‘რას დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?’ 7 უპასუხეს მას: ‘არავინ დაგვიქირავა ჩვენ.’ ეუბნება მათ: ‘წადით ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთ.’ 8 როდესაც მოსაღამოვდა, ვენახის პატრონი ეუბნება თავის მოურავს: ‘დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე გასამრჯელო, უკანასკნელიდან პირველამდე.’ 9 მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. 10 პირველად მოსულებმა იფიქრეს, რომ მეტს მიიღებდნენ, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. 11 და როდესაც იგივე მიიღეს, დაიწყეს დრტვინვა მამულის პატრონის მიმართ, 12 და ამბობდნენ: ‘ამ უკანასაკნელებმა მხოლოდ ერთი საათი იმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე გადავიტანეთ.’ 13 მან მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: ‘მეგობარო, მე შენ არ გჩაგრავ. განა დინარად არ გაგირიგდი? 14 აიღე შენი და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. 15 განა არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?’ 16 ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი, რადგან წვეული ბევრია, რჩეული კი – ცოტა.“

კომენტარის დატოვება

Close
Close